აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულები კომისიამ სამ კატეგორიაში გამოავლინა.
ალექსანდრე ბერულავა აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ის სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასთან და მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად დახვრიტეს.