06 აგვისტო 2026,   20:37
ვრცლად
საერთაშორისო პრაქტიკაა, როდესაც კერძო კომპანია, კერძო ინვესტორი ზრუნავს იმაზე, რომ მისი კომერციული ნიუანსები არ იყოს საჯარო - მარიამ ქვრივიშვილი

საერთაშორისო პრაქტიკაა, როდესაც კერძო კომპანია, კერძო ინვესტორი ზრუნავს იმაზე, რომ მისი კომერციული ნიუანსები არ იყოს საჯარო. ეს ბუნებრივი რეალობაა, რაც ყველა ქვეყანაში ასეა და ჩვენს ქვეყანაშიც უამრავი ასეთი მაგალითი გვაქვს, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა "იგლ ჰილსთან" დადებული ხელშეკრულების საჯაროობაზე.

როგორც მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ანაკლიის პროექტის დროს, "ლელოს" ლიდერებმა, რომლებიც მაშინ ბიზნეს სექტორში იყვნენ, თავად მოსთხოვეს ხელისუფლებას, რომ პროექტი კომერციული საიდუმლოება ყოფილიყო, დღეს კი ამ ყველაფერს აკრიტიკებენ.

"საერთაშორისო პრაქტიკაა, როდესაც კერძო კომპანია, კერძო ინვესტორი ზრუნავს იმაზე, რომ მისი კომერციული ნიუანსები არ იყოს საჯარო. ეს ბუნებრივი რეალობაა, რაც ყველა ქვეყანაში ასეა და ჩვენს ქვეყანაშიც უამრავი ასეთი მაგალითი გვაქვს, მათ შორის, იგივე ადამიანებზე თუ ვსაუბრობთ, ვინც სახელმწიფოს ბრალს დებენ, რომ თურმე ჩვენ არ ვასაჯაროებთ ხელშეკრულებას, იგივე ადამიანები რამდენიმე წლის წინ, როდესაც ბიზნეს სექტორს წარმოადგენდნენ, მათ თავად მოსთხოვეს სახელმწიფოს, ანაკლიის პროექტზე, რომ ეს ყოფილიყო კომერციული საიდუმლოება და ეს მოითხოვა ბატონმა ხაზარაძემ. დღეს, იგივე ადამიანები სახელმწიფოს აკრიტიკებენ იმაში, რატომ არის ეს ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოება. დღეს, ის ნიუანსები, რაზეც სახელმწიფო, პირველ რიგში პრემიერ-მინისტრი თავის ფაქტობრივად ყველა გამოსვლაში, ღიად საუბრობს, გულწრფელი რომ ვიყოთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელშეკრულების ყველა ფუნდამენტური პირობა, რაზეც შეიძლება იყოს კითხვები და ჩვენ ამ კითხვებზე პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ გამჭვირვალედ და ღიად ვისაუბროთ, ჩვენ ფაქტობრივად ყველა ფუნდამენტური პირობა გავასაჯაროვეთ", - განაცხადა ქვრივიშვილმა.

დღის ამბები