კლინიკიდან ისევ ციხეში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა მოინახულა. პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, იურისტმა ექსპრეზიდენტის წერილი წაიკითხა. სააკაშვილის განცხადებით, მისი ციხეში დაბრუნება დასავლეთისთვის და უკრაინისთვის გზავნილია, ასევე მისი მომხრეებისთვის.
"გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს. მე არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპათიას. რატომ დამაბრუნეს სწორედ ახლა, იმიტომ, რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება" - სააკაშვილის წერილი მისმა ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაასაჯაროვა.
კლინიკა "ვივამედში "მიხეილ სააკაშვილი 3 წელი და 6 თვე იმყოფებოდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი დაბრუნების მიზეზად ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა სახელდება.
მიხეილ სააკაშვილი, 2021 წლის პირველ ოქტომბერს საზღვრის უკანონო კვეთის შემდეგ დააკავეს. ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ 5 საქმე და 4 საპატიმრო განაჩენია. მას უკვე მისჯილი 12 წლიდან დარჩენილი აქვს 9 წელი.
ავტორი: ნანა გოგატაძე