14 აგვისტო 2026,   23:21
ვრცლად
"ქართული ხორბლის კულტურა" UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევა - წარდგინება საბოლოო სტატუსის მოლოდინშია

გადაწყვეტილება მიღებულია - "ქართული ხორბლის კულტურა" UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევა. წარდგინება საბოლოო სტატუსის მოლოდინშია.

"ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" - ამ სახელწოდებით, წარდგენილი ახალი ნომინაციის ტექნიკური და შინაარსობრივი შეფასების ეტაპი, წარმატებით დასრულდა. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უკვე განსაზღვრული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.

UNESCO-ს სიაში მოხვედრამდე, ნომინაციის დოსიეს მომზადებაში სხვადასხვა უწყება ერთობლივად მუშაობდა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი.

საბოლოო განხილვა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე შედგება, რომელიც 8-13 დეკემბერს, ინდოეთში, ქალაქ დელიში გაიმართება.

დღის ამბები