06 აგვისტო 2026,   20:29
ვრცლად
"კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას "კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელისთვის წინასწარ პატიმრობაზე? ვლადიმერ სტეფანიანის პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:30 საათზე არის დაგეგმილი.

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ბრალი დაკავებულს გუშინ ოფიციალურად გააცნეს. ადვოკატის განმარტებით, სტეფანიანი წაყენებულ ორ მუხლთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

დაკავებულს გამოძიება ნებართვის გარეშე 5 სასტუმროს, კერძო საბაგიროს, სათხილამურო ტრასის და ტობოგანის მოწყობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.

დღის ამბები