14 აგვისტო 2026,   22:15
ვრცლად
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე არსებული კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია და რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე არსებული კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია და რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს.

მესხიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების თბოიზოლაციური შეფუთვა და რეაბილიტაცია ხდება.

გათვალისწინებულია მეტალოპლასტმასის ფანჯრების მოწყობა და აივნების განახლებაც.

აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მესამე ეტაპიც, სადაც გამაგრება-რეაბილიტაცია, კიდევ 3 კორპუსში ხორციელდება.

პროექტების ჯამური ღირებულება 5 455 480 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სამუშაოების მიმდინარეობას, ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, რუსთავის დელეგატთან და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად გაეცნო.

დღის ამბები