08 აგვისტო 2026,   12:47
ვრცლად
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა.

სებ-ის 30 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს, პროფესიული დამსახურებისა და ფასდაუდებელი შრომისთვის საპატიო ჯილდოები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ბანკირის დღეზე ასევე დაჯილდოვდნენ კომერციული ბანკების თანამშრომლები.

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

ბანკირის დღე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის ინიციატივით 2001 წელს - პირველი ქართული ბანკის, "სათავადაზნაურო ბანკის" დაარსებისა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის - 8 ნოემბრის აღსანიშნავად დაწესდა.

დღის ამბები