06 აგვისტო 2026,   22:53
ვრცლად
კოვიდ პანდემიამდე, 2019 წლის აპრილამდე უნდა დასრულებულიყო ჰესი, ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო... გიორგი ბაჩიაშვილის ხელმოწერით, ჩაუტარდა შესაბამისი შემოწმება და შეიქმნა რეპორტი, რომელიც გულისხმობდა საფრთხეებისა და რისკების იდენტიფიცირებას - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მტკვარი ჰესის" საქმეზე, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

პროცესს გიორგი ბაჩიაშვილიც დაესწრო. მას "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს მუხლით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"კოვიდ პანდემიამდე, 2019 წლის აპრილამდე უნდა დასრულებულიყო ჰესი, ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო. გიორგი ბაჩიაშვილის ხელმოწერით ჩაუტარდა შესაბამისი შემოწმება და შეიქმნა რეპორტი, რომელიც გულისხმობდა საფრთხეებისა და რისკების იდენტიფიცირებას. ეს გულისხმობს, რომ სათანადო პოზიციაში მყოფმა პირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს საფრთხეები და რისკები არ რეალიზდეს. ამ საფრთხეებისა და რისკების აბსოლუტური უმრავლესობა რეალიზდა. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა დოკუმენტურად და სამართლებრივად უკავშირდება იმ პირს, ვინც ამ სფეროს კურირებს," - აცხადებს პროკურორი მიხეილ სადრაძე.

დღის ამბები