ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ინფორმაციით, "გალიპოლიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორთა შორის ქართველი მოჭადრაკეები შესანიშნავ ფორმაში არიან და ლიდერობას განაგრძობენ!"
"7 ტურის შემდეგ ჩვენი სპორტსმენები ყველა კატეგორიაში საპრიზო სამეულში იმყოფებიან!
მიმდინარე შედეგები:
+50 ქალთა კატეგორია:
სოფიო ტერელაძე — 5 ქულა,
+65 ქალთა კატეგორია:
ნონა გაფრინდაშვილი — 5 ქულა,
+50 ვაჟთა კატეგორია:
მიხეილ კეკელიძე — 5.5 ქულა,
+65 ვაჟთა კატეგორია:
ზურაბ სტურუა — 5.5 ქულა.
ჩვენი სენიორი მოჭადრაკეები ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე და მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ! წარმატებები მათ დარჩენილ ტურებში!" - წერს ნონა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.