14 აგვისტო 2026,   17:30
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - გადაამოწმეთ მისამართი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

კერძოდ, კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭართალი, მუგუდა, დოლასქედი, ჩიტაურები, ვეშაგურნი, გვრიტო, ხანდო, წითლიანი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 19:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს გუდაურში, ქუმლისციხეში, ზემო მლეთაში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით გაითიშება მცხეთის რაიონის სოფლებში - მუხრანი, ვარდისუბანი, ქსოვრისი, ძველი ქანდა, ბურიანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დღის ამბები