საჩხერე სახალხო დღესასწაულს "საჩხერლობას" აღნიშნავს. ქალაქის ქუჩებში მოწყობილია სხვადასხვა გასართობი, კულინარიული და ღვინის სივრცეები.
იმერული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, იმერული კულინარიისა და ეთნოგრაფიული მასალების პრეზენტაცია საჩხერეში მიმდინარე სახალხო დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. დღესასწაული ადგილობრივ მეღვინეებს, მეწარმეებს და საჩხერის თითოეულ თემს საშუალებას აძლევს მათი პროდუქცია და სამზარეულო უფრო მეტ ადამიანს გააცნონ. “საჩხერლობის” ფარგლებში” ადგილობრივებსა და დღესასწაულის სტუმრებს არაერთი სანახაობა ელოდებათ. მოწყობილია რეწვის ოსტატების ფოტო გამოფენები, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამთო აღჭურვილობის სტენდისა და საშტატო შეიარაღების გამოფენა; მიმდინარეობს სადღესასწაულო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. დღესასწაულს ჯგუფ “ურსა”-ს კონცერტი დაასრულებს.