16 აგვისტო 2026,   13:45
ვრცლად
მას შემდეგ, რაც პარლამენტის წინ საავტომობილო მიმოსვლა აღდგა, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ ნინო ლომჯარიამ სოციალური ქსელით მოუწოდა

დაპირისპირება იყო გუშინ რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა, სიმცირის მიუხედავად, გზის სავალი ნაწილი მაინც გადაკეტეს. მოძრაობის შეფერხებას კი მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა.

შეკრებილებს გაფრთხილება მისცეს სამართალდამცველებმა და მოუწოდეს გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა. მას შემდეგ რაც პარლამენტის წინ საავტომობილო მიმოსვლა აღდგა, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდა სოციალური ქსელით ნინო ლომჯარიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სოციალურ ქსელში ჯერ პოსტი გამოაქვეყნა, შემდეგ - ვიდეო, რის შემდეგაც, აქციის რამდენიმე მონაწილემ გზა ისევ გადაკეტა.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ლომჯარიამ აქციის მონაწილეებს კანონდარღვევისკენ ღიად მოუწოდა, საუბარია კანონზე, რომელიც ჯერ ადმინისტრაციულ პატიმრობას, შემდეგ კი სისხლის სამართლის სანქციას ითვალისწინებს.

დღის ამბები