14 აგვისტო 2026,   22:12
ვრცლად
პლასტიკის მავნე ზემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა - საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 612,5 მილიონი ერთეული პლასტიკის ნივთები გამოიყენება

პლასტიკის მავნე ზემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებთან პლასტიკის საფრთხეების და მისი გამოყენების შემცირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

საქართველოში, ყოველწლიურად, დაახლოებით 612,5 მილიონი ერთეული ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქა, თავსახური, საკვების კონტეინერი, დანა, ჩანგალი, კოვზი, ე.წ. საწრუპი, თეფში და სასმლის მოსარევი მოიხმარება, რაც ჯამურად 3.9 - 5.9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.

დღის ამბები