საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს "წმინდა დიდებულთა თორმეტთა მოციქულთა კრებას" – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვა სრულდება. დღევანდელ დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო საღმრთო ლიტურგიას სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება.