19 ივნისი 2026,   09:14
ვრცლად
ისრაელელი მძევლების გათავისუფლება დაწყებულია - "ჰამასმა" 7 მძევალი  წითელი ჯვრის მისიას უკვე გადასცა

ისრაელელი მძევლების გათავისუფლება დაწყებულია. ადგილობრივი მედია წერს, რომ 7 მათგანი "ჰამასმა" საერთაშორისო წითელი ჯვრის მისიას ღაზის საზღვარზე უკვე გადასცა. შეთანხმების მიხედვით, დღის განმავლობაში იგეგმება 48-ვე მძევლის გათავისუფლება. აქედან, სავარაუდოდ, 20 ცოცხალია.

მძევლების დაბრუნებას და მათთან შეხვედრას ღაზის საზღვართან ელოდებიან მძევლების ოჯახის წევრები. გასული ღამე თელ-ავივის ცენტრში გაატარა ისრაელის მოქალაქეთა ნაწილმაც - ისინი გატაცებულების სამშობლოში დაბრუნებას ელოდებიან.

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, დღესვე უნდა გათავისუფლდეს ისრაელში მყოფი თითქმის 2 ათასი პალესტინელი პატიმარი.

დღის ამბები