არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ "მშვიდობის პროექტი" სულ უფრო მეტად ემსგავსება "ომის პროექტს", - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, ბრიუსელის სამხედრო გეგმების წინააღმდეგ, ხელმოწერების შეგროვების დაწყებასთან დაკავშირებით.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ფაქტი ერთია - თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას.
"არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ "მშვიდობის პროექტი" სულ უფრო მეტად ემსგავსება "ომის პროექტს". ამაზე თავად ევროკავშირის ლიდერებმა უნდა იმსჯელონ. თუმცა, ფაქტი ერთია - თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას", - წერს პაპუაშვილი.