14 აგვისტო 2026,   23:39
ვრცლად
პრეზიდენტის სასახლესთან დემონსტრანტებმა პიროტექნიკა ისროლეს

პრეზიდენტის სასახლესთან დემონსტრანტები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებს აირწინაღები და შავი ნიღბები უკეთიათ.

დემონსტრანტებმა სპეცრაზმის მიმართულებით, 19:23-ზე პიროტექნიკა ისროლეს. აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმის წინააღმდეგ ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს. 

საპროტესტო აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში იმყოფებიან. მათმა ნაწილმა მოახერხა ღობეზე გადაძრომა, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. ამასთან, 19:10 საათზე, აქციის მონაწილეებმა გაანგრიეს ჯებირი და ადგილზე მყოფ დაცვის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.  

პრეზიდენტის სასახლის ჯებირების გადანგრევასა და ეზოში შეჭრას წინ უძღოდა მურთაზ ზოდელავას განცხადება. "დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას - მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს" - განაცხადა ზოდელავამ.

დღის ამბები