14 აგვისტო 2026,   01:20
ვრცლად
ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარეში დაფიქსირდა

საქართველოს ცენტრალური კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა. მათივე ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარეში დაფიქსირდა. 

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ხოლო კომისიაში არცერთი საჩივარი არ შესულა. 

ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე ისაუბრა ცესკოს სახელით განხორციელებულ ზარებზე და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან მსგავსი სატელეფონო ზარები არ განხორციელებულა.

დღის ამბები