16 აგვისტო 2026,   15:05
ვრცლად
ცესკომ მარნეულში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ცესკომ მარნეულში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებს ცესკოს თავმჯდომარე შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა არჩევნებზე, ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და სიახლეებზე.

"საარჩევნო ადმინისტრაციისთვის თანაბარი სერვისების მიწოდება და ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, ამ თვალსაზრისით ჩვენთვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრები ერთ-ერთი პრიორიტეტული არის და მოხარული ვარ, რომ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით, შესაძლებლობა გვქონდა მონაწილეობა მიგვეღო მორიგ საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც მარნეულის სასწავლო ცენტრში გაიმართა", - აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

დღის ამბები