06 აგვისტო 2026,   19:26
ვრცლად
ხარაგაულის სოფლების ღვერკისა და ხემაღალთან გადაადგილებაც საშიშია, საფრთხის ქვეშ არის საავტომობილო გზები და სარკინიგზო მაგისტრალი - საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები

რას დასკვნა დადეს სპეციალისტებმა ხარაგაულის სოფლების - ღვერკისა და ხემაღალთან დაკავშირებით? კომპლექსურ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები ადგილობრივებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააცნეს.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ კილომეტრზე მეტი სიგრძის მეწყრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებაც საშიშია. სპეციალისტების პროგნოზით, საფრთხის ქვეშ არის საავტომობილო გზები და სარკინიგზო მაგისტრალიც.

მეწყრული პროცესების მიზეზად ბუნებრივი ფაქტორები სახელდება. ითქვა, რომ სტიქიით დაზარალებული თითოეული მოქალაქის შემთხვევას, ხელისუფლება ინდივიდუალურად განიხილავს და დახმარების გარეშე არავინ დარჩება.

დღის ამბები