26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, დილიდან ხალხმრავლობაა ალავერდის მამათა მონასტერში. საზეიმო წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
მსახურების დასრულების შემდეგ, ეპისკოპოსებმა მრევლს დღესასწაული მიულოცეს და იქადაგეს.