18 აგვისტო 2026,   21:23
ვრცლად
"სადარბაზოში არბოდა გოგონა, ცეცხლი ეკიდა ბეჭებზე" - კასპში მამაკაცმა ყოფილ ცოლს ქიმიური ნივთიერება შეასხა, რის შედეგადაც ქალმა დამწვრობა მიიღო

კასპში მამაკაცმა ყოფილ ცოლს ქიმიური ნივთიერება შეასხა, რის შედეგადაც ქალმა დამწვრობა მიიღო.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამის მიუხედავად, ის ყოფილ მეუღლეს ემუქრებოდა, შემდეგ კი სახის არეში ქიმიური ნივთიერება შეასხა. ახალგაზრდა ქალი თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თმით, დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანამდე კონტაქტური იყო, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის შესახებ საუბრობს მეზობელი, რომელმაც დაშავებული პირველივე წუთებში ნახა.

"შემთხვევით გავედი. სადარბაზოში არბოდა გოგონა, ცეცხლი ეკიდა ბეჭებზე. სამი-ოთხი წუთი ცეცხლი ეკიდა. კაცს ეძებენ და დააკავეს თუ არა არ ვიცი", - განაცხადა თვითმხილველმა.

დღის ამბები