07 აგვისტო 2026,   22:09
ვრცლად
დმანისში სახალხო დღესასწაული "დმანისობა 2025" გაიმართა

დმანისში სახალხო დღესასწაული "დმანისობა 2025" გაიმართა. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს კულტურულ და შემეცნებით პროგრამებში. მოეწყო ეთნო-გასტრონომიული კუთხეები, ადგილობრივ მეწარმეთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა საპატიო დმანისელებისა და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია.

განათლების მინისტრის განცხადებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით, გაიმართება ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება.

"დმანისობის" დღესასწაულზე გაიხსნა არქეოლოგ ჯუმბერ კოპალიანის ვარსკვლავი.

საპატიო მოქალაქედ აირჩიეს ჟურნალისტი, მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე. საღამო ანსამბლ "ქართული ხმების" და ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.

"მინდა, მივულოცო დმანისის ღვაწლმოსილ პედაგოგებს ეს აღიარება. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არაერთ ღირსეულ თაობას აღუზრდიან დმანისს. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მომავალშიც", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები