უხვმა ნალექმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ხიდბოგირების ნაწილი. მეწყრული პროცესიების შედეგად, ჩაიხერგა სოფლის გზების ნაწილი.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ჯგუფები მუშაობდნენ. პრობლემურ გზებზე მოძრაობა მალევე გაიხსნა.
შექმნილ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, "ქართული ოცნების" წალენჯიხის მერობის კანდიდატთან, გუბა საჯაიასთან ერთად გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, გაცემულია შესაბამისი დავალება ზარალის შესწავლასთან დაკავშირებით.