რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, გვიან ღამით, მათი საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 19 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და გაანადგურეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატების უმრავლესობა, ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
რუსი სამხედროების განცხადებით, კიდევ ოთხი დრონი შავი ზღვის აკვატორიის თავზე, ორი — ბრიანსკის ოლქის, ხოლო ერთი — კურსკის ოლქის ტერიტორიაზე განადგურდა.