მიმდინარე საარჩევნო პროცესებში მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს ცესკოს სწავლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, სატელევიზიო და ონლაინ მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
2 დღიან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესი, ისაუბრეს მედიის უფლებებსა და როლზე.
შეხვედრაში მედიის 40-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.