06 აგვისტო 2026,   21:20
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულებას ესტუმრა

ჯანდაცვის მინისტრი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულებას ესტუმრა. მიხეილ სარჯველაძე კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. შეხვდა სამედიცინო პერსონალს, სადაც მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს - ისაუბრეს ამჟამინდელ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე.

"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რეგიონისთვის სამედიცინო სერვისების უზრუნველსაყოფად, კლინიკის გამართული უზრუნველყოფისთვის ყველა პირობის შექმნა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პრობლემატიკის, მიმდინარე საჭიროებების შესახებ ინფორმაციის უშუალოდ ნახვა და გაცნობა და, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოვიდა. რაც მინდა აღვნიშნო განსაკუთრებულად ხაზგასმით, ეს არის ადგილობრივი პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია და კოლექტივის მთლიანი შემადგენლობის უნარი, რომ რეალურად ძალიან სერიოზულ გამოწვევებს შეიძლება ისინი გაუმკლავდნენ“, - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები