"ქართული ოცნების" ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, სოზარ სუბართან ერთად, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
კანდიდატი ადგილობრივების პრობლემებსა და გამოწვევებს გაეცნო და მათ ის გეგმა წარუდგინა, რომლის განხორციელებასაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში აპირებს.
"შეხვედრა მქონდა ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებთან. მათ გავაცანი მომდევნო 4 წლიანი სამოქმედო გეგმა. მათთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ყველა ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობის შემთხვევაში და მათი უშუალო ჩართულობით", - ამბობს ზაქარია წიკლაური.