გიორგი ჯინჭარაძე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დღეს ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატთან ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში არსებულ ძირითად პრობლემებს გაეცნო.
შეხვედრისას გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
დევნილთა საჭიროებების დროული იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის მიზნით, აფხაზეთის მთავრობა შეხვედრებს ეტაპობრივად ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში გამართავს.