14 აგვისტო 2026,   18:32
ვრცლად
"ყველა კარგად ვიაზრებთ, არავითარი ბმა დუდას განცხადებასა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შორის არ არსებობს" - ირაკლი ფავლენიშვილი

ანჯეი დუდას განცხადება, რომ უკრაინას პოლონეთის ომში ჩართვა სურდა, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.

"ისინი თავიდან ცდილობდნენ, ომში ჩაეთრიათ ყველა , ეძებდნენ მათ, ვინც აქტიურად იბძროლებდა მათ გვერდით რუსეთის წინააღმდეგ", - განაცხადა ანჯეი დუდამ პოლონურ მედია "რომანოვსკი ლაივთან" ინტერვიუში.

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება აღიარებაა "ქართული ოცნებისთვის" და კიდევ ერთი დასტური, რომ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოშიც სურდათ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ,  ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ დუდას განცხადებას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან კავშირი არ აქვს.

"რაც შეეხება საქართველოს ჩართვას, ეს აბსოლუტურად სხვა გეოპოლიტიკური საკითხი გახლავთ, რომელიც არ უკავშირდება NATO-ს და ამერიკის პირდაპირ ჩართვას სამხედრო მოქმედებებში. ამას ყველა კარგად ვიზარებთ და არავითარი ბმა დუდას განცხადებასა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შორის არ არსებობს. პოლონეთის პრეზიდენტის განცხადება იმ კონტექსტში იყო გასაგები, რომ უკრაინაში, მათ შორის, შეიძლება პოლიტიკურ წრეებში გარკვეულ პირებს სურდათ NATO-ს წევრ ქვეყნებს უფრო აქტიური სამხედრო მონაწილეობა მიეღოთ ამ კონფლიქტში," - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები