თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პარლამენტს თავდაცვის ახალი კოდექსის ფარგლებში, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობა და შედეგები გააცნო.
გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან წვევამდელები სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გადიან. რეფორმის პირველ ეტაპზე განხორციელდა სისტემური ცვლილებებიც.