საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარეში იმყოფება, სადაც სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებულ საწარმოებს ათვალიერებს და ფერმერებს ხვდება.
მინისტრი ნატახტარში გაყინული პურ-ფუნთუშეულის წარმოებას გაეცნო. დავით სონღულაშვილი სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ოფისებსაც ესტუმრა.
"მნიშვნელოვანია, რომ ადგილზევე ვნახოთ რა გამოწვევების წინაშე დგანან, ადგილზე გავეცნოთ ყველა იმ მოცემულობას, როგორც რეგიონული სამსახურების ჭრილში, ასევე თვითონ სექტორთან მიმართებით და გავაკეთოთ ოპერატიული რეაგირება იმისთვის, რომ დარგი იყოს უფრო ძლიერი, უფრო განვითარებული. მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების", - განაცხადა მინისტრმა რეგიონში სტუმრობისას.
"ეს არ არის მარტივი ბიზნესი, ბაზარი მუდმივად ცვალებადია, ამიტომ, სტაბილურობისთვის სახელმწიფოს ჩართულობა გადამწყვეტია. ჩვენ მივიღეთ მრავალმხრივი დახმარება, მათ შორის, აგროკრედიტის ფარგლებში, იმ პერიოდში ეს მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო", - აღნიშნა კომპანია "ფუდ ალიანსის" დამფუძნებელმა ჟაკ ფლურმა.