20 აგვისტო 2026,   21:30
ვრცლად
დღეიდან, 10 სექტემბრის ჩათვლით, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გაიმართება

დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში დასაქმების მსურველების განაცხადების მიღება დაიწყო. 3000-ზე მეტ ვაკანსიაზე, ანაზღაურებადი სტაჟირება გრძელდება. რეგისტრაცია 10 სექტემბერს დასრულდება.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ამოქმედდა. მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღება და საჯარო დაწესებულებებში ახალი კადრების დამატებაა.

ახალგაზრდამ, რომელიც საჯარო დაწესებულებაში სტაჟირებას გეგმავს, კონკრეტული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. აუცილებელია იცოდეს სახელმწიფო ენა და სწამლობდნენ დამამთავრებელ კურსზე, თუმცა შერჩევისას მეტი ყურადღება სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას ექცევა.

უკვე ერთი წელია, ბექა ბოლქვაძე ახალგაზრდობის სააგენტოში იურისტად მუშაობს. სამართლის სკოლის კურსდამთავრებულმა ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო, განაცხადი შეავსო, გაიარა გასაუბრება და მალევე დადებითი პასუხიც მიიღო, 3 თვის შემდეგ კი შეიტყო, რომ საჯარო სამსახურში დაასაქმეს.

ახალი კადრების მისაღებად, ყველა საჯარო სექტორი მზადაა. ირკვევა, რომ ანაზღაურებად სტაჟირებაზე მოხვედრის მსურველთა რაოდენობაც ეტაპობრივად იზრდება.

საჯარო სექტორში დასაქმების მსურველთა შერჩევის პროცესი 1 ოქტომბერს დასრულდება, ანაზღაურებდი სტაჟირების პერიოდი კი 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები