ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" გაიხსნა.
ფესტივალმა ბორჯომის შემდეგ ზღვისპირა რეგიონში გადაინაცვლა. პირველი კონცერტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა. "მორიკონე - კინოს ლეგენდა" - ბათუმის თეატრში ქართველმა და უცხოელმა მუსიკოსებმა დაუკრეს.