29 აგვისტო 2026,   20:34
ვრცლად
8 თვის ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს

8 თვის ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს. წვევამდელები შეისწავლიან სხვადასხვა სამხედრო დისციპლინას და გაეცნობიან ჯარისკაცის მოვალეობებს.

კურსის დასრულების შემდეგ, სამხედრო ფიცს დადებენ და, ტერიტორიული პრინციპით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში განაწილდებიან.

საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 590 წვევამდელი გაიწვიეს. ახალგაზრდები ცენტრებში მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გამოცხადდნენ.

დღის ამბები