20 აგვისტო 2026,   22:27
ვრცლად
გორის მუნიციპალაიტეტის მერობის კანდიდატი, კონსტანტინე ბუზალაძე, ბიისის ახალგაზრდულ ბანაკში დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, კონსტანტინე ბუზალაძე, ბიისის ახალგაზრდულ ბანაკში დასკვნით ღონისძიებას დაესწრო.

სოფელ ბიისში, "საზაფხულო ტურისტულ-გამაჯანსაღებელმა ბანაკმა" 13-დან 18 წლის ჩათვლით, 420 ახალგაზრდას უმასპინძლა.

ბანაკის მონაწილეები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას სწავლობდნენ. მოეწყო ლაშქრობები, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია "ტონთიოს" თანამშრომლობით განხორციელდა. 

"მიეცა შესაძლებლობა დაახლოებით 400-ზე მეტ ბავშვს ზაფხულის პერიოდში დაესვენა, ზიარებოდა სამთო ტურიზმს, საბანაკე ცხოვრებას. ბიისის ბანაკის გარდა, გორის მუნიციპალიტეტი ასევე აფინანსებს ბაკურიანის ბანაკს. სამომავლოდ, იგეგმება კიდევ ბევრი პროექტი, რომელიც იქნება ბავშვებსა და ახალგაზრდებზე მორგებული", - აცხადებს კონსტანტინე ბუზალაძე.

დღის ამბები