19 აგვისტო 2026,   19:04
ვრცლად
დავით სონღულაშვილი ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრებს განაგრძობს - მინისტრი ბორჯომსა და ახალციხეში იმყოფებოდა

დავით სონღულაშვილი ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბორჯომსა და ახალციხეში იმყოფებოდა. ფერმერებთან ერთად ის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებსაც შეხვდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში ვიზიტი, ფერმერებთან პირისპირ შეხვედრა. იმ საჭიროებების მოსმენა, რომელიც უდგათ მათ, რადგან ეს საჭიროებები იყოს გადათარგმნილი იმ პროგრამებში, რომელსაც ჩვენ სამინისტროში არსებული სხვადასხვა უწყებები გასცემს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღირებულებათა ჯაჭვი სრულად იყოს აწყობილი და ზუსტად ამაზე ვმუშაობთ, პროგრამების ამ მოდიფიცირებაზე და ზუსტად ამას ემსახურება ეს ვიზიტებიც, რომ ფერმერებისგან მიღებული ინფორმაციის შედეგად, უკუგება იყოს შესაბამისი, იყოს ეს პროგრამები მაქსიმალურად მორგებული ფერმერებზე. ვიზიტის ფარგლებში, შესაბამისად, ვხვდებით სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს, ადგილზე ვეცნობით სამუშაო გარემოს, სამუშაო პირობებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომელიც აქვს ჩვენს მთავრობას, განხორციელდეს", - აცხადებს დავით სონღულაშვილი.

დღის ამბები