19 ივნისი 2026,   07:19
ვრცლად
ვინ გახდება MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების გამარჯვებული - ხმის მიცემა 5 სექტემბერს დაიწყება

ვინ გახდება MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების გამარჯვებული - ამას 7 სექტემბერს გავიგებთ, თუმცა მანამდე ცნობილია ნომინანტების ვინაობა. დასახელებულ კანდიდატებს შორის, Lady Gaga 12 ნომინაციით ლიდერობს - 17-წლიანი კარიერის განმავლობაში, მუსიკოსმა ვიდეოკლიპების ნამდვილი კულტი შექმნა. შესაბამისად, ორგანიზატორები ტრიუმფს სწორედ მას უწინასწარმეტყველებენ.

11 ნომინაციით ლიდერობს ბრუნო მარსი, რომელიც, ლედი გაგასთან ერთად, დასახელებულია "წლის სიმღერის" კატეგორიაში - "Die With A Smile".

ამერიკელმა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს კენდრიკ ლამარს ერთგული გულშემატკივრები ზედმეტ სახელით "k dot”-ით იცნობს. წლების განმავლობაში, ლამარმა არაერთი დასამახსოვრებელი სიმღერა შექმნა. მისი კარიერისთვის გამორჩეული 2014 წელი იყო, როდესაც გრემის დაჯილდოებაზე 7 ნომინაცია ერგო. წელს კი, MTV-ის დაჯილდოებაზე 10 ნომინაციაზეა წარდგენილი. მათ შორის, "წლის ვიდეოს”, "საუკეთესო პოპ არტისტის” და "საუკეთესო ალბომის” კატეგორიებში.

26 წლის საბრინა კარპენტერი წარმატებულია, როგორც სამსახიობო, ისე მუსიკალური განხრითაც, თამაშობდა "დისნეის" სერიალში "Girl Meets World”. მისი პირველი სინგლი იყო " Can"t Blame a Girl for Trying". წლევანდელ დაჯილდოებაზე, საბრინას 8 ნომინაციაზეა დასახელებული. მათ შორის: "წლის ვიდეო”, და "საუკეთესო პოპ არტისტის" კატეგორია.

ნომინანტთა შორის არიან დრეიქი და ვიქენდი. 7 ნომინაციაში ვიხილავთ ვიქენდს, რომლის ნამდვილი სახელიც აბელ ტესფაია. მომღერალმა წელს გულშემატკივრების ყურადღება უფრო მეტად მიიპყრო, რადგან განაცხადა, რომ სასცენო სახელს "ვიქენდს” მალე დაემშვიდობება.

ორგანიზატორები ერთხმად თანხმდებიან, რომ კანადელ მომღერალ დრეიკს უამრავი ჰიტი აქვს შექმნილი და ნამდვილად შთამბეჭდავი შოუს შექმნა შეუძლია, თუმცა მიუხედავად ამისა, წელს მას მხოლოდ ერთი ნომინაციაში იხილავენ - "საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ვიდეო”, სიმღერით "ნოკია”.

ედ შირანი დიდი პოპის სცენაზე ახალი ალბომით ბრუნდება, რომელსაც "play” ჰქვია. მისი სიმღერა "Sapphire” უკვე სამ კატეგორიაშია ნომინირებული, მათ შორის, წლის სიმღერისთვის.

იგი 2010 წლიდან VMA-ს დაჯილდოების მუდმივი წევრი და უბადლო შემსრულებელია.

Mtv-ის სცენაზე წარდგება მერაია ქერიც. მომღერალი, რომელიც 1996 წლიდან დღემდე მონაწილეობს დაჯილდოებაში, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არცერთი ჯილდო არ მიუღია.

შეხვედრის მთავარი ადგილი წელსაც ნიუ-იორკში მდებარე "ubs"-ს არენა იქნება. Mtv-ის სცენაზე შეხვდებით დებიუტანტ მომღერლებსაც.

ამ დროის მონაცემებით, გაურკვეველია, ვინ იქნება ყველაზე შთამბეჭდავი შოუს წამყვანი, თუმცა ვიცით, რომ მისი ვინაობა სულ მალე გახდება ცნობილი. უცნობია ასევე ვის მიანიჭებენ მაიკლ ჯექსონის სახელობის ავანგარდის ჯილდოს.

რომელი შემსრულებლები დაიმსახურებენ მთავარ ჯილდოს "ასტრონავტის ფიგურას" - ამას მაყურებელი გადაწყვეტს. ხმის მიცემა 5 სექტემბერს დაიწყება.

დღის ამბები