ბრაზილიისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. განხილვის თემა უკრაინის საკითხი იყო. უფრო კონკრეტულად კი, დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრა და რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების საკითხი.
კრემლი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ "ბრაზილიის პრეზიდენტმა უკრაინის კრიზისის მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას მხარდაჭერა გამოუცხადა".