08 აგვისტო 2026,   13:57
ვრცლად
მუხროვანში დასრულდა სნაიპერის საერთაშორისო კურსი, რომელსაც ქართველი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ

მუხროვანში სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა. ორკვირიან საერთაშორისო კურსში, რომელსაც ქართველი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ, საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ბელგიისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამხედროებმა რთული რელიეფის პირობებში, სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს.

დასკვნითი სროლები კურსდამთავრებულებმა ბაზის პოლიგონზე გამართეს, სადაც სნაიპერული შაშხანებით სხვადასხვა მანძილზე სიზუსტისა და პროფესიონალიზმის დონე წარმოაჩინეს.

კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

დღის ამბები