დღესდღეობით ბევრი ჩვენგანი ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი მეტ-ნაკლებად ფინანსურად სტაბილურია, ხშირია შემთხვევები, როდესაც შეიძლება მოულოდნელი გამოწვევის წინაშე დადგე, რომელიც ბიუჯეტში არ გაქვს გათვალისწინებული. შეიძლება უეცრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაგიფუჭდეს, დაგჭირდეს ისეთი სამედიცინო სერვისი, რომელსაც დაზღვევა არ აფინანსებს ან მოგეცეს შანსი რეალობად აქციო მცირე ბიზნეს იდეა, მაგრამ საწყისი კაპიტალის შეგროვებისთვის ძალიან მოკლე ფანჯარა გქონდეს – თანაც, ხშირად, დამატებითი ფინანსური რესურსის საჭიროება სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც ბიუჯეტში ერთი ზედმეტი თეთრიც კი არ გვაქვს თავისუფალი.
ასეთ სიტუაციებში ტრადიციული, ბიუროკრატიული და დროში გაწელილი საბანკო სერვისით სარგებლობას ხშირად უბრალოდ აზრი არ აქვს – საჭირო თანხას უბრალოდ არ დაამტკიცებენ მოკლე დროში. საბანკო სფეროში ამ დიდი გარღვევის ამოსავსებათ „კრედო ბანკმა“ ინოვაციური პროდუქტი შექმნა – კრედოს ციფრული სესხი სწრაფი და მარტივი ფინანსური სერვისია, რომელიც საჭირო ფინანსურ კაპიტალზე წვდომას ყველა ტიპის პოტენციურ მსესხებელს უმარტივებს.
პროდუქტის მთავარი მახასიათებლები უპრეცედენტო სისწრაფე და ხელმისაწვდომობაა. შენ შეგიძლია მოითხოვო 20 000 ლარამდე თანხა და მიიღოს ის პირად ანგარიშზე ერთ საათზე ნაკლებ დროში. აღარაა საჭირო დღეების განმავლობაში ლოდინი. განაცხადების დამუშავების პროცესი დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდე მიმდინარეობს, შაბათ-კვირის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ სწრაფი სესხი მაშინაც კი ხელმისაწვდომია, როცა სხვა ფინანსური ინსტიტუტები არ მუშაობენ.
კრედო ბანკის გუნდს კარგად ესმის, რომ დღესდღეობით მომხმარებლისთვის უმთავრესი პრიორიტეტი კომფორტია, ამიტომ სესხის მოთხოვნის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია. თუ ეს შენი პირველი ოპერაციაა Mycredo-ს მობილბანკით დაგჭირდებათ აპლიკაციის გადმოწერა, რეგისტრაციის გავლა სახის ამომცნობი თანამედროვე ფუნქციონალით და პროდუქტებში სესხის მოთხოვნა. პროცესი სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. თუ უკვე სარგებლობ აპლიკაციით, პროცესი კიდევ უფრო მოკლე იქნება.
თუმცა, თუ აპლიკაციით სარგებლობა არ გსურს, ეს არ ნიშნავს, რომ კრედოს ციფრული სესხით სარგებლობას ვერ შეძლებთ, უბრალოდ ცოტა მეტი დრო დაგჭირდებათ – უნდა შეავსოთ განაცხადი ონლაინ, პირდაპირ კრედო ბანკის ვებგვერდზე. თუ ნერვიულობ და გსურს ექსპერტი დაგეხმაროს, შეგიძლია დაუკავშირდეთ ოპერატორს ონლაინ ჩატის მეშვეობით ან სულაც დარეკო სატელეფონო ცენტრში ნომერზე *4242. არხების ეს მრავალფეროვანება ერთ მიზანს ემსახურება – მარტივი სესხი ყველა დემოგრაფიის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
ამაზე მეტყველებს ისიც, რომ სერვისი შექმნილია საზოგადოების მაქსიმალურად ფართო ფენისთვის. საქართველოში მოქმედი ბანკების უმეტესობა ხშირ შემთხვევებში სესხის გაცემისას შემოიფარგლება მხოლოდ სტანდარტული ხელფასის მქონე პირებით. კრედოს სესხით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ტიპის შემოსავლის მქონე ადამიანს, იქნება ეს ფულადი გზავნილები, შემოსავალი ბიზნესიდან, აგრო თუ ტურისტული საქმიანობიდან, ან თუნდაც თვითდასაქმებით მიღებული თანხა.
ამასთან ერთად, თავად სესხის პირობები მაქსიმალურად მოქნილია და შეგიძლიათ მოარგოთ შენს პერსონალურ განრიგს – თანხა 500-დან 20,000 ლარამდე და დაფარვის ვადა 4-დან 48 თვემდე. ეს საშუალებას გაძლევთ ისესხოთ ზუსტად ის თანხა, რომელიც ნამდვილად გჭირდებათ და გადაიხადოთ იმ რეჟიმში რომელიც გეკომფორტულებათ. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ და მოითხოვთ ფული ონლაინ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სესხის კალკულატორი და წინასწარ დაგეგმოთ თქვენი ფინანსები.
გაიგე მეტი „კრედოს“ ციფრული სესხის შესახებ და შეავსე განაცხადი ახლავე!
თუ ეძებ თანამედროვე, სანდო და მომხმარებელზე ორიენტირებულ ონლაინ სესხს, აუცილებლად გადაავლე თვალი კრედო ბანკის შემოთავაზებას. ეს ციფრული პროდუქტი სპეციალურად შემუშავდა უკვე არსებული მსგავსი სერვისების მთავარი ხინჯების აღმოსაფრხველად – აერთიანებს სისწრაფეს, ამარტივებს წვდომას რამდენიმე არხის დახმარებით, მტკიცდება შემოსავლების ფართო სპექტრისთვის (მათ შორის არაოფიციალური დასაქმების) და აქვს სრულად გამჭვირვალე პირობები (კონტრაქტის შაბლონს პირდაპირ ონლაინ შეგიძლია გაეცნო). მახასიათებლების ასეთი ერთიანობა მას იდეალურ ფინანსურ ინსტრუმენტად აქცევს ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაციისთვის.
(R)