19 აგვისტო 2026,   19:29
ვრცლად
მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერებს დაუპირისპირდნენ

მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები "ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერებს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, "ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია შენიშნეს.

დემონსტრანტების განაცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი "ლელოს” ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა. აქციის მონაწილეების მხრიდან არაერთი შეძახილი ისმოდა. 

მოგვიანებით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც გრიგოლ გეგელიას და "ლელოს“ სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვებაც მოუხდათ. პოლიტიკოსი ადგილიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.

"ყველა ადამიანს მინდა ვთხოვო აქაც, რომ გაასწორონ ფოკუსი, გაიხსენონ ვინ არის ამ ქვეყნის მტერი და განურჩევლად იმისა, თუ ვის რა ტაქტიკა გვაქვს ბრძოლის, გავერთიანდეთ. რამდენიმე ადამიანის მღელვარება არაფერს არ შეცვლის. ჩვენ ვართ აქ და ვიქნებით აქ", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

დღის ამბები