ღაზას სექტორში "ცაჰალი" სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. იერიშებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 92 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები.
კონფლიქტის ზონიდან დიდი ბრიტანეთი 300 ბავშვის ევაკუაციას განახორციელებს. გადაწყვეტილება მძიმე დაავადების მქონე და დაშავებულ ბავშვებზე ვრცელდება.
ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფა ყოველ დღე უარესდება. გაერო-ს მონაცემებით, მაისიდან დღემდე ტერიტორიაზე საკვების მოპოვებისას 1 373 ადამიანი დაიღუპა.