18 აგვისტო 2026,   20:30
ვრცლად
"როგორც ელდარ შენგელაიას გასაოცარი ფილმები, ასევე ხსოვნა ლეგენდარულ ქართველ რეჟისორზე სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის გულებსა და ქვეყნის ისტორიაში" - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის - ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ოჯახს, მის ახლობლებს და მთელ საქართველოს.

ელდარ შენგელაიას სახით, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა: "არაჩვეულებრივი გამოფენა", "შერეკილები", "ცისფერი მთები" და ა.შ. არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა.

როგორც ელდარ შენგელაიას გასაოცარი და ყველასთვის საყვარელი ფილმები, ისე ხსოვნა ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორზე სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის გულებსა და ქვეყნის ისტორიაში", - აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.

დღის ამბები