ღაზაში "ცახალი" საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს, ბოლო 24 საათის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში იერიშებს 62 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები. პალესტინურ ანკლავში ჰუმანიტარული კატასტროფაა. გუშინ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების 36 სატვირთო მანქანა შევიდა, რაც, გაერო-ს შეფასებით, საჭირო მაჩვენებელზე, 500-600 სატვირთოზე, გაცილებით ნაკლებია.
ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ არ განიარაღდება, ვიდრე პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება.