25 აგვისტო 2026,   21:57
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: შემაშფოთებელია შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, როდესაც ულფ კრისტერსონმა, თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ "უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის შვედეთის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებაა".

"შემაშფოთებელია, შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ, ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის, ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ერთ წევრსაც შეუძლია კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაბლოკვა, მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას", - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები