18 აგვისტო 2026,   19:55
ვრცლად
მახაშვილი გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავებაზე: მისგან არ გვიკვირს - ისეთები ვნახეთ კონკრეტულად პეტერ ფიშერისგან, გასაგებია, რომ შეიძლება მისთვის კანონის, ვენის კონვენციის, ან დიპლომატიური ეთიკის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა

ასეთი ტიპის სიახლოვე აჩენს ბუნდოვანებას და არღვევს ხაზს, ერთი მხრივ, კანონის დაცვასა და, მეორე მხრივ, კორუფციას შორის - ერთი მხრივ, დიპლომატიურ ნეიტრალიტეტსა და, მეორე მხრივ, საშინაო საქმეებში ჩარევას შორის, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს.

ლევან მახაშვილის თქმით, შესაძლოა, გერმანიის ელჩისგან სულაც არ იყოს პრობლემა კანონის დარღვევა.

"ასეთი ტიპის სიახლოვე აჩენს ბუნდოვანებას და არღვევს ხაზს, ერთის მხრივ, კანონის დაცვასა და, მეორეს მხრივ, კორუფციას შორის, ერთის მხრივ, დიპლომატიურ ნეიტრალიტეტსა და, მეორეს მხრივ, საშინაო საქმეებში ჩარევას შორის. სწორედ ამიტომაც მოვუწოდებდით სხვათა შორის ამა თუ იმ დიპლომატს, რომ მაქსიმალურად თავი შეეკავებინათ მსგავსი ტიპის სიახლოვისგან და ჩარევებისგან ქართულ პოლიტიკაში. თუმცა ჩვენ არ გვიკვირს ამ კონკრეტული ელჩისგან, ისეთები ვნახეთ კონკრეტულად მისგან, რომ გასაგებია ეს შეიძლება მისთვის კანონის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა, მისთვის არ იყოს პრობლემა ვენის კონვენციის და დიპლომატიური ეთიკის დარღვევა. სამწუხაროდ, ზოგიერთ ასეთ დიპლომატთან გვაქვს საქმე", - აცხადებს ლევან მახაშვილი. 

"კურიერის" ინფორმაციით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ბინას ქირაობს, თუმცა გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება და იხდის თუ არა ხაზარაძის ოჯახი საშემოსავლო გადასახადს, უცნობია.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები