06 აგვისტო 2026,   21:43
ვრცლად
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები კახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში - ამოღებულია 90-ზე მეტი მორი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. კახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 92 ერთეული მორი.

სამართალდამრღვევთა მიმართ შედგა სათანადო დოკუმენტაცია. მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

დღის ამბები