საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, განიხილეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმდინარეობა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რეფორმის პირველ ეტაპზე, ოპტიმიზაციის შედეგად ენერგეტიკულ კომპანიებსა და საქართველოს რკინიგზაში წლიურად 52 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა.