აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მამაკაცებს მოუწოდა გეი მეგობრები იყოლიონ, რათა თანაგრძნობა ისწავლონ, შვილებს ჩაუნერგონ და მისაბაძი მაგალითები იყვნენ - ამის შესახებ მან "IMO" podcast-ში, მიშელ ობამასთან და კრეიგ რობინსონის საუბრისას განაცხადა.
მეუღლისა და სიძის პოდკასტში გამოსვლისას, ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა "ემოციურად ინტელექტუალური" ახალგაზრდა მამაკაცების აღზრდაზე და იმაზე, თუ რატომ სჭირდებათ ბიჭებს ცხოვრებაში მამების გარდა სხვა მამაკაცებიც. ობამამ გაიხსენა, როგორ უყვარდა მიშელთან სტუმრობა მის სახლში, როდესაც ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს და ხედავდა მის ოჯახში მამრობითი სქესის ნათესავების მრავალფეროვნებას, რომელთაგან თითოეული თავისებურად ავლენდა მამაკაცურობას.
"ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი რამ, რაც ბიჭებს ხშირად სჭირდებათ, არის ის, რომ არ იყოს მხოლოდ ერთი მამაკაცის, ერთი მამის ფიგურის ხილვა, რაც არ უნდა კარგი იყოს ის, მას არ შეუძლია იყოს ყველაფერი. ბიჭს შეიძლება დასჭირდეს ვინმე, ვინც მას მამის ფიგურის გააზრების საშუალებს მისცემს, არა?" - აღნიშნა ობამამ.
ყოფილი პრეზიდენტის აზრით, მამაკაცებს ლგბტქ მეგობრები სიკეთისა და თანაგრძნობის საჩვენებლად სჭირდებათ. "თუ გყავს ბიჭი, რომელიც გეი ან არაბინარი ან რამე მსგავსია, ამ სახით მას ეყოლება ვინმე, ვისთანაც შეუძლია მივიდეს და თქვას: "კარგი, ამაში მარტო არ ვარ", არა? ასე რომ, ვფიქრობ, ეს ქმნის ამ საზოგადოებას. ვიცი, ბანალურად ჟღერს, მაგრამ სწორედ ეს არის ის, რაც მათ სჭირდებათ", - აღნიშნა ობამამ.